მულტიდისციპლინური სტომატოლოგიური განათლების აკადემია- IDEA უზრუნველყოფს უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების უმაღლეს სტანდარტს. პროფესიული განვითარება თითოეული ადამიანისთვის უნიკალური და ინდივიდუალურია, ამიტომ, ექიმების მეთოდოლოგიით შექმნილი საერთაშორისო მოთხოვნებზე ადაპტირებული სასწავლო ცენტრი მოწვეულ აუდიტორიას საშუალებას აძლევს განიმტკიცოს და გაზარდოს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა.
ჩვენთან ექიმებს დახვდებათ აუდიტორიაზე მორგებული საგანმათლებლო სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ტრეინინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს სტომატოლოგიურ სექტორში.
მოწვეული სპიკერები ექიმებს ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ რეალურ ქეისებსა და მეთოდებს, რაც მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.
აკადემია ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც სტომატოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მეთოდების შესწავლის საშუალებას იძლევა.
აკადემია “IDEA“-ს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხშირად სტუმრობენ სტომატოლოგიურ სფეროში გამოჩენილი პირები, რომლებიც ინტერესდებიან ჩვენი სასწავლო ცენტრით, ვინაიდან აკადემია “IDEA” არის პირველი მულტიპროფილური სტომატოლოგიური სასწავლებელი საქართველოში, რომელიც ექიმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს.
ჩვენ მხარს გვიჭერენ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, ლექტორები, ადგილობრივი გამოცდილი ექიმები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ იმ ექიმებს, რომელთაც გადაწყვიტეს თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა აკადემია “IDEA”-ში.